”იცი, როგორი აზიატია ეს შენი ამერიკელი? ძალიან ეჭვიანია,საშინლად ვჩხუბობთ…” – ნუკი კოშკელიშვილი 

December 15, 07:31
0
193

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს. იგი ამჟამად „ნიჭიერის” ერთ-ერთი წამყვანია. “ფორტუნასთან” ინტერვიუში მსახიობმა ოჯახსა და მეუღლეზეც ისაუბრა:

“ვერ ვიტყვი, რომ ოჯახის სფეროში მაინცდამაინც წარმატებული ვარ. სულ ბავშვთან ვარ ნამდვილად, სახლსაც ვალაგებ და საჭმელსაც ვამზადებ, მაგრამ როცა ვუყურებ ჩემს რძალს, ბენის ძმის ცოლს, როგორი დალაგებული აქვს მას კარადა და მერე – როგორი მე, ჩემს მენიუში მხოლოდ 30 კერძი რომ არის და მის მენიუში – 235… ცოტა ნერვებს მიშლის ეს გოგო. ყველაფერი დალაგებული აქვს, თან მუშაობს, ბავშვები სულ დავარცხნილები ჰყავს, ამ დროს ჩემი შვილი სულ კედლებზე დადის.

ბენი, ჩემი ძალიან დიდი მხარდამჭერია. იცი, როგორი აზიატია ეს შენი ამერიკელი? ძალიან ეჭვიანია, ისეთი, როგორიც ჩემი ყოფილები არასდროს ყოფილან… რადგან ამერიკელია, ამიტომ არ არის გამგები. უბრალოდ, ასეთი პიროვნებაა. საშინლად ვჩხუბობთ. ვერ ვიტან ეჭვიანობას. თავად არ ვარ ეჭვიანი, საერთოდ… იმდენად არ ვარ, რომ მგონი, პათოლოგიურია… ზოგჯერ ბენს უნდა, რომ ეჭვიანი ვიყო, მაგრამ მე მისი მჯერა…” – თქვა ნუკი კოშკელიშვილმა.

წყარო: ფორტუნა

Cesko