თუ ეს გოგო მეტროში მოგიახლოვდათ, უნდა იცოდეთ…- რას აპირებს თამუნა ბოკერია

December 15, 07:25
0
353

პერსონალური „ქოუჩი“, თამუნა ბოკერია სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

„დღეს ძალიან დიდ საცობში მოვხვდი, „ქოუჩინგ სესიის“ ჩასატარებლად მივდიოდი, ერთი ქალბატონის სახლში. ამ დროს კი დაგვიანება ჩემთვის გამორიცხულია, დროზე უნდა მივიდე “როგორც მინდა”) დახურული სივრცის შიში არ მაქვს, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს მეტრო, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ტაქსი გავაჩერე და მეტროში გადავჯექი ჩავედი თუ არა სულ სხვა სამყარო გადაიშალა… ვიკითხე კონკრეტულ გაჩერებაზე რომ მოვხვდე საით უნდა დაველოდო-თქო?! “აწერია ქალბატონოო” ისე უხეშად მითხრა დაახლოებით ჩემმა თანატოლმა ქალმა, რამ გაამწარა თქო ვერ ამოვხსენი?! ვიცი რომ აწერია, მაგრამ მაინც გადავიმოწმე თავი) შემდეგ რომ შევედი ვათვალიერებდი ადამიანებს და ეს ძალიან მძიმე იყო. უცებ მთელი გულით მომინდა ხმამაღლა მეთქვა თითოეულისთვის, რომ ცოტათი მაინც ჰქონოდათ ღიმილიანი გამომეტყველება, რომ გაცილებით ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ის დღევანდელი თუ გუშინდელი პრობლემის წონა…

სიტყვა ბაგეზე მადგა, მაგრამ თავი შევიკავე, წარმოვიდგინე დათოს რეაქცია ამ ყველაფერზე, რომ მე მეტროში ვდგავარ და სამოტივაციო სიტყვით გამოვდივარ, თუმცა მაინც ვერ მოვითმინე, ერთ ახალგაზრდა ქალს მივუახლოვდი, ძალიან ლამაზი შარფი გაქვთქო, გაეღიმა მერე ვუთხარი როგორ გიხდებათ ღიმილითქო და ჩამქრალი თვალებიც უფრო აენთო შვილი გყავთქო?! კი ორიო… როგორები არიან ისინი-თქო?!

უცებ მოყოლა დაიწყო, ნელ-ნელა სახე უნათდებოდა, თავადვე აღმოაჩინა, რომ უფრო მეტი მიზეზი აქვს რომ მის სახეზე ღიმილი იყოს, ვიდრე უიმედობა… ძალიან თბილად დავემშვიდობეთ, მადლობა მომიხადა კარგი განწყობისთვის და ძალიან გულწრფელი იყო… სესიაზე დამაგვიანდა, მაგრამ პირველად ვთქვი არა უშავსო…

ჩემი მსმენელები ისედაც ძალიან ლაღები და ბედნიერები არიან ჰოდა ახლა ვზივარ და კვლავ იმ კადრებზე ვფიქრობ… გადავწყვიტე კვირაში ერთხელ ვიყო განწყობის მოხალისე მეტროში, ჩამოვიარო ვაგონები და ადამიანებს ვუთხრა როგორი მშვენიერები და ბედნიერებიც არიან …. თუ სულელურად ჟღერს არაუშავს, მე მჯერა რასაც ვაკეთებ,“ – წერს თამუნა ბოკერია.

Cesko