წავიდა ფრთხილი ღიმილით და მუდამ წყლიანი თვალებით…” – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

December 13, 22:00
0
1127

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ბიბლიოთეკის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში იუწყება და პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დაღუპულს ახასიათებს.

კიდევ ერთი დიდი ადამიანი გამოაკლდა ბიბლიოთეკას. ედუარდ მოდუ. მუშა-მოსამსახურე. ასე ეწერა ხელშეკრულებაში და განგებ ვახსენე; ჩვენთან ხომ არც მუშას და არც მოსამსახურეს შენდობა არ აქვს – ადამიანებს კი არა, სიტყვებსაც კი. წავიკითხავთ და უცებ გადავფურცლავთ.

წავიდა ედუარდი, ფრთხილი ღიმილით და მუდამ წყლიანი თვალებით. სულ ჩრდილში იდგა. გამარჯობასაც ისე მორიდებით იტყოდა, ბოდიში გეგონებოდა. კაცი რომელიც არსად ჩანდა და ყველგან იყო – შეკეთებულ ფანჯრებში, ურდულებში, ნათურებში, კედლებზე. და დარჩება კიდეც.

ეს ბიბლიოთეკა ედუარდ მოდუსია და უნდა იყოს კიდეც – აბა, მე რა, მე და ჩემნაირები წავალთ და წამოვალთ. და კიდევ: ედუარდი აუცილებლად შეხვდება ღმერთს. ჩრდილში იდგება იქაც და ღმერთი გამოიხმობს. ერთი ეგ არის, იქ შესაკეთებელი რა იქნება, არ ვიცი”, – წერს გიორგი კეკელიძე.

Cesko