ბალტიის ზღვაში სატვირთო გემი გადაბრუნდა, მაშველები წყალში ადამიანებს ეძებენ

December 13, 12:07
0
178

ბალტიის ზღვაში, შვედეთის სანაპიროსთან, დანიაში რეგისტრირებული სატვირთო გემი Karin Hoej-ი გადაბრუნდა. მაშველები ზღვაში ორ ადამიანს ეძებენ, – ამის შესახებ BBC წერს.

 

მედიის ცნობით, Karin Hoej-ი დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს – Scot Carrier-ს შეეჯახა.

გამთენიისას, 04:45 საათზე მომხდარი შემთხვევის დროს, Karin Hoej-ზე სულ ორი ადამიანი იყო. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ წყლიდან ყვირილი მოესმათ.

შვედეთიდან და დანიიდან, სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენები და 10-მდე ნავია ჩართული. უცნობია, რა გახდა 90 და 55-მეტრიანი გემების შეჯახების მიზეზი.

Cesko