”განაწყენებული ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებზე და არა ჩემს ქვეყანაზე… მინდა, საქართველოში დასრულდეს ვინმეს შვილობა”

December 13, 07:58
0
2107

ბიჭი, რომელიც ძალიან უყვართ და ბევრი ბავშვისთვის სტიმულია, კიდევ ერთ დიდ წარმატებას აღწევს ამერიკაში. როგორც ყოველთვის, ახლაც საქართველოს სახელით გამოდის. „სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის პირჯვარს ვიწერ, ღმერთს დახმარებას ვთხოვ და ასეც ხდება, მის წყალობას ყოველთვის ვგრძნობ“ – ამბობს იგი.

ალექსანდრე ზაზარაშვილი: საოცარი განცდა დამეუფლა. იმდენად მომეწონა ამერიკა, რომ მიზნად დავისახე, აქ გამეგრძელებინა მუსიკალური კარიერა. მართალია, ამ მიზნისთვის ბევრი ვიშრომე, მაგრამ შედეგმაც არ დააყოვნა. როდესაც მეორედ ჩამოვედი ამერიკაში, უკვე პანდემია იყო და აქ დარჩენა მომიხდა.

განაწყენებული ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ ნაწყენი გახლდით კონკრეტულ ადამიანებზე და არა ჩემს ქვეყანაზე. ყველა კონკურსზე გამოვდივარ საქართველოს სახელით და ვცდილობ, ჩვენი ქვეყანა ყველას გავაცნო.

თუმცა მინდა, საქართველოში დასრულდეს ვინმეს შვილობა, მეგობრობა და სხვადასხვა სტატუსით ადამიანების ნიჭის აღიარება. მინდა, მხოლოდ ნიჭი იმარჯვებდეს ყველგან და არა სხვა ფასეულობები.

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა“

Cesko