„ერთი სათხოვარი მაქვს ყველასთან: ჩემს დასაცავ არგუმენტად ნუ მოგყავთ ჩემი შვილები და დედობა“ – ირინა სარიშვილი

December 12, 19:58
0
401

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ერთი სათხოვარი მაქვს ყველასთან:
როცა ვინმესგან მიცავთ, ვინც მლანძღავს, შეურაცხყოფს მაყენებს და ა.შ. , რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა რომ ამის სურვილი გიჩნდებათ, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს დასაცავ არგუმენტად ნუ მოგყავთ ჩემი შვილები და დედობა. ჯერ ერთი, როცა სულ სხვა თემაზეა საუბარი, ეს არგუმენტი არ არის, და მეორეც, ძალიან არასწორია ჩემთვის თავის დასაცავად შვილებზე ამოფარება, რასაც თავად არასოდეს ვაკეთებ და თქვენც იგივეს გთხოვთ. მით უმეტეს, იმ ბინძურ გარემოში, სადაც ჩემი დაცვა გიწევთ ხოლმე, საშინლად უსიამოვნოა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების ხსენება. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მე ისედაც გულწრფელად ვერ ვიგებ ჩემი დედობის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რადგან ჩვეულებრივ დედად ვთვლი თავს და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ მე ვერასოდეს იმდენს ვერ მივცემ ჩემ შვილებს, რამდენსაც ისინი თავისი არსებობით მაძლევენ.
იმედია, სწორად გამიგებთ რასაც გთხოვთ –
გავუფრთხილდეთ შვილებს ❤
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის

Cesko