ანსამბლმა “ბასიანმა” ივანიშვილს, ღარიბაშვილს და პატრიარქს “მადლიერების ჯილდო” გადასცა

December 11, 19:38
0
337

10 დეკემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ 20 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

მოქანდაკე გია ჯაფარიძემ სპეციალურად ,,ბასიანის“ 20 წლის იუბილესათვის შექმნა მცირე ზომის ქანდაკება – „ბასიანის მადლიერების ჯილდო“. ღონისძიებაზე გამოაცხადეს, რომ ჯილდო პატრიარქ ილია მეორეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცათ.

ამასთანავე ღონისძიებაზე ფონდის “ქართული გალობა” სახელით მისმა დამფუძნებელმა, ვანო ჩხარტიშვილმა ფონდის სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა ანსამბლი ,,ბასიანი” და ,,საუკუნის ანსამბლის” წოდება მიანიჭა.

ღონისძიებას სამთავრობო არხები აშუქებდნენ.

Cesko