შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ არ განიხილა

December 11, 16:43
0
214

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

მსჯავრდებული მაგდა პაპიძის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილ სარჩელში საუბარი იყო მისი დაკავებისას, წინასწარი მოთავსების იზოლატორში განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, რამაც მისი მტკიცებით ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია.

მაგდა პაპიძის დედა „რუსთავი 2-თან“ საუბარში განმარტავს, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა, თუმცა საქმის მასალების დაგვიანების გამო სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი არ განიხილა.

„ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაც კი გვაქვს ცემის ფაქტებთან დაკავშირებით. დაგვიანებით მოხდა ამ მასალების გადაგზავნა 6 თვე იყო განსაზღვრული ვადა, რომელ ვადაშიც უნდა გადაგზავნილიყო. სპეციალურად დააგვიანა პროკურატურამ მასალების გადმოგზავნა, მაგრამ სხვა ადვოკატმა დაგვიანების მიუხედავად მაინც გაგზავნა. თუმცა დაგვიანების გამო უარი მოგვივიდა.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის საბუთები, რომ მაგდა ნაცემი იყო, თანაც ამ პერიოდში ორსულად იყო და არსებობს ექსპერტიზის დასკვნა ექიმის ხელმოწერით“, – განაცხადა მაგდა პაპიძის დედამ.

Cesko