საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

December 11, 16:03
0
220

ქართველი „კანონიერი ქურდი” ლევან ხავთასი (ლაზარე) საბერძნეთში დააკავეს. ამის შესახებ “ეხო კავკაზა“top იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ხავთასი ქურდობაში და სახლების ძარცვაშია ეჭვმიტანილი. საბერძნეთის სამართალდამცველების ინფორმაციით, ის დანაშაულებრივ დაჯგუფებას უდგას სათავეში, რომელმაც 2020 წლის შემდეგ ქვეყნის რამდენიმე ნაწილში სერიოზული ძარცვა მოაწყო.

დამნაშავეთა ინფორმატორები დამლაგებლები იყვნენ. ამის შემდეგ კი მათ მოპარული თანხების საზღვარგარეთ „დაცული არხებით“ გატანის სქემა ჰქონდათ შემუშავებული.

ლაზარეს ყალბი საბუთები ჰქონდა. ის დააკავეს ოპერაციის შედეგად, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველად ლევან ხავთასი საბერძნეთში 2016 წელს დააკავეს. მაშინ მას პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

Cesko