„ვემხრობით, მაგრამ…“ – ცნობილია კანცლერ შოლცის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ

December 10, 21:25
0
349
Mandatory Credit: Photo by FILIP SINGER/EPA-EFE/REX (10355233d) Olaf Scholz, German Finance Minister and moard member of the Social Democrats (SPD), speaks during an SPD election campaign event in Chemntiz, Germany, 06 August 2019. Regional elections in the German federal state of Saxony will be held on 01 September 2019. SPD election campaign in Chemnitz, Germany - 06 Aug 2019

გერმანიის ახალი კანცლერის ოლაფ შოლცის ადმინისტრაცია მხარს უჭერს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში შეუძლია დაბლოკოს ის, წერს Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის დაბლოკვის საბაბად შეიძლება რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტი იქცეს.
„შოლცის ადმინისტრაცია განიხილავს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაჩერების შესაძლებლობას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. ამის შესახებ ახალ მთავრობასთან დაახლოებულმა პირებმა გვაცნობეს“, − წერს გამოცემა.

ამასთან ზუსტდება, რომ ასეთი ზომა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ფართო დასავლური სანქციების ფარგლებში განიხილება.
აღინიშნება ისიც, რომ მთლიანობაში გერმანიის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს რუსულ გაზსადენს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის კანცლერად ოლაფ შოლცის არჩევის შემდეგ ქვეყნის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ არ შეიცვლება.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.
პროექტს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ აშშ, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები, ვინაიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად მიაჩნიათ კრემლის ხელში. რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, არ განიხილონ გაზსადენი პოლიტიკის კონტექსტში, ვინაიდან ის მხოლოდ კომერციული პროექტია, რომელიც რუსეთისთვისაც ხელსაყრელია და ევროკავშირისთვისაც.

Cesko