ჟურნალისტიკის დოქტორი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ტიკარაძე-ღარიბაშვილის კონფლიქტსა და მწვანე პასპორტებს დროებით რომ თავი დავანებოთ, მე ვისურვები გამოცდილ კადრებს ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე;
აბა დააკვირდით, სხვა ქვეყნებში რა ჭარმაგი ადამიანები არიან არა მხოლოდ უმაღლეს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, არამედ ჟურნალისტებად და რეპორტიორებადაც კი;
ვინც რაც არ უნდა თქვას – წლების გამოცდილებას თავისი მოაქვს, ეს გამოცდილება კი საქმის ქვაკუთხედია;
აქვე უნდა გავიხსენოთ ბიბლიური წინასწარმეტყველის სიტყვები:
ჩემს ერს ცოდვათა გამო იმით დავსჯი, რომ უწვერულებს ერის მთავრებად დავუსვამო;
ხოდა არ მინდა “უწვერული” თინეიჯერები არც მინისტრებად, არც პრეიმერებად და არც კანონმდებლებად…
იქნებ წელთასხმით გამოცდილებს მაინც ეყოთ ხოლმე ჭკუა, რომ უცხო ძალის მარიონეტებად არ იქცნენ…