ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია ფეისბუქში წერს:
,,გავცივდი. სურდო მაქვს. წავედი აფთიაქში.
– ცხვირის წვეთები რა გაქვთ, ყველაზე კარგი?
– აი, ეს გერმანული, საუკეთესოა! 20 ლარი.
– არა გოგონა, ცხვირის წვეთები მინდა (მგონია, რომ შეეშალა).
– დიახ, დიახ, ცხვირის წვეთები…
გაოგნებული ვდგავარ. მეტყველების უნარი დავკარგე, რადგან ბოლოს სურდო რომ მქონდა, 2- ლარიანს ვყიდულობდი…
– მაშინ ყველაზე ცუდი და იაფიანი!
– 9.90 ლარი. და მომაწოდა პატარა ფლაკონი.
ახლა ვფიქრობ, ეს კარგია, რომ სურდო დამემართა და არა გულის შეტევა…”