”იმის მაგივრად ყველა წამი დააფასოთ და მადლობა გადაუხადოთ გამჩენს, ფაშიზმს ტირაჟირებთ, შიშს ნერგავთ, მდაბიოს ემსახურებით!”

December 8, 15:09
0
261

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

…უბრალოდ განგებამ დაგვიბლაგვა ასაკის აღქმის და გარდაცვალების მოახლოების შიში, ამიტომაც ბობოქრობს ქვედა გრძნობები:შური, გაუტანლობა, მომხვეჭელობა…არადა, რომ დაფიქრე რამდენი ფეხსაცმლის გაცვეთასაც ვერ მოასწრებ, იქნებ მეტი სიყვარული და სითბო წამოვიდეს წინა პლანზე.
რამდენჯერ მოასწრებ მშობლის მოფერებას, ან კი არიან ცოცხლები? რამდენჯერ ისადილებ ერთ დიდ ქუთქუთა სუფრასთან შვილებთან ერთად?
იმის მაგივრად ყველა წამი დააფასოთ და მადლობა გადაუხადოთ გამჩენს, რომ ჯერ კიდევ ხორციელად შეგიძლიათ ყოველივეს აღქმა, ფაშიზმს ტირაჟირებთ,
შიშს ნერგავთ,
მდაბიოს ემსახურებით!
…და განა მოასწრებს თქვენი ჯიში, სხვათა უგუნურებაზე დაგროვილი დოვლათის დახარჯვას?
არ მგონია…
მალე დაიწყება აღსრულება….
მხოლოდ სიყვარული და ჩახუტება გადაგვარჩენს, გაბრწყინდება, მხოლოდ მათთვის, ვინც მუდმივ მზადყოფნაშია მამასთან შესახვედრად…

Cesko