”ასეთი დამოკიდებულება ადამიანის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს – პოლიტიკა არის კეთილშობილი საქმე!” – ჩერგოლეიშვილი

December 8, 13:47
0
610

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პოლიტიკა არა ბინძური, არამედ კეთილშობილი საქმეა.

მისი თქმით, სამსახურში დარაჯის პოზიციაზეც კი არ დაიქირავებს ადამიანს, რომელიც ეტყვის, რომ აპოლიტიკურია. ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება ადამიანის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს.

“პოლიტიკა არის კეთილშობილი საქმე!

პოლიტიკის, პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური აზრის ლიდერების დამსახურებაა ის, რომ – დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანი შიმშილობს; – დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანი იჩაგრება; – დღეს ადამიანი უფრო დიდხანს ცოცხლობს; – დღეს ადამიანს კოსმოსში გაფრენა შეუძლია; – დღეს გაცილებით მეტმა ადამიანმა იცის წერა კითხვადა ასე შემდეგ …პოლიტიკაში შემოსვლა ნიშნავს იმას რომ შენ შენზე დიდი მიზანი გაქვს და ამ მიზანს ემსახურები.ის რომ პოლიტიკას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროს, ბინძური ადამიანები აფარებენ თავს, არ ნიშნავს რომ პოლიტიკა ბინძურია! არავინ ჩათვალოს, რომ აპოლიტიკურობა უპირატესობაა. ვინც ამას გეტყვით – თქვენთვის ცუდი სურს, სურს რომ მცოცავი იყოთ. მე სამსახურში დარაჯადაც არ ავიყვან ადამიანს, რომელიც, თავის მოსაწონებლად, მეტყვის რომ აპოლიტიკურია – ეს მის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს და არ მაწყობს.პ.ს. ჩვენ მალე გავაკეთებთ პოლიტიკურ აკადემიას, საუკეთესო ადგილობრივი და დასავლელი ლექტორებით (8 კვირიანი კურსის სილაბუსიც თითქმის მზადაა). ქართული დემოკრატიის სამსახური ადამიანების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდაა და არა პოლიტიკის დემონიზება, აპოლიტიკურობის ხაზგასმით” – წერს ჩერგოლეიშვილი.

Cesko