”ფრთხილად, ქალები! ქუჩაში მაწაუკა კაცები მოძრაობენ! დასტოინად!…”- ქეთევან ენუქიძე

December 8, 12:20
0
298

ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“დაახლოებით 24-25 წლის ვიყავი…
რომელიღაც რესტორანთან ველოდებოდით ჩვენს ნაცნობებს.
ცოტა მოშორებით მანქანიდან ძალიან ეფექტური და ლამაზი ქალი გადმოვიდა.
ჩვენმა ერთმა ნაცნობმა თქვა, იქნება სადღაც 40-42 წლისო…
შანსი არ არისო, გავაპროტესტეთ…
მაგრამ ახლოს რომ მოვიდა, მართლა შევამჩნიეთ, რომ დამა პირველი სვეჟესწის არ ბრძანდებოდა…
როგორ მიხვდიო, ვკითხეთ…
მანქანიდან გადმოსვლისას შევამჩნიეო…
რამდენი წელი გავიდა და, ერთი იმდენი…
დღემდე ვცდილობ, რომ მანქანიდან გადმოვსკუპდე…
რაც დრო გადის, მით უფრო ჰგავს ეს გადმოსკუპება გადმობობღებას…
იდეაში, სულ არ მენაღვლება და არც დამიმალავს ჩემი ასაკი, მაგრამ მანქანიდან გადმოსვლა ის წითელი ხაზია, რომელსაც სულ ვეჭიდავები…
მოკლედ, თუ გაიგეთ, რომ მენჯი გამძვრა, ან სახსარი გამეკვანძა, იცოდეთ, რომ მანქანიდან გადმოსკუპებისას მოხდა ეგ ფატალური ამბავი…
და დასტოინად ისკუპეთ, ვინმემ 50 მეტრში რომ არ დაინახოს თქვენი ნაოჭები…
ფრთხილად, ქალები!
ქუჩაში მაწაუკა კაცები მოძრაობენ!
დასტოინად!”

Cesko