კორონავირუსის ანტიბიოტიკებით სასწრაფო მკურნალობას კიდევ ერთი ექიმი ითხოვს – მედიკოსებს შორის დაპირისპირება იზრდება

December 7, 21:16
0
849

კორონავირუსის ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან დაკავშირებით მედიკოსებს შორის დაპირისპირება იზრდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამის შესახებ წერდა ექიმი მარინა ღუღუნიშვილი, გთავაზობთ მის პუბლიკაციასაც: „3 თვეში „აზიმაკით“ 268 ადამიანი გამოვაჯანმრთელე, მომხსნეს შენ ანტიბიოტიკს ნიშნავდიო… ვინც არ დამიჯერა, ყველა დამძიმდა და საავადმყოფოში მოხვდა“ – ექიმი მარინა ღუღუნიშვილი

დღეს ამავე თემას განავრცობს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, რომელიც  სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის გზებზე საუბრობს.

“ისევ და ისევ უმარტივესზე ვდავობთ

კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე არაა მხოლოდ მაშინ ინდიცირებული, თუკი კოვიდიანს აქვს ინფექციური გართულება, არამედ ინიშნება ადრე,

როცა გაქვს სიცხე 38 ზე მაღალი და ხველა,

ან სიცხე, რომელიც მიუხედავად პარაცეტამოლისა მაინც არის.

აქ მოცდა და ლოდინი არაა კარგი.

სითხე, მოძრაობა, პარაცეტამოლი/იბუპროფენი, აციტრომიცინი, ბევრი სიარული და ნაკლები წოლა, ძილი მაღალ სასთუმალზე.

თუკი არის ძალიან მშრალი ხველა, ემატება ამბროქსოლი ამოსახველებლად.

თუკი სუნთქვის უკმარისობაა, ემატება აეროზოლი ბუდეზონიდი და ტაბლეტის ფორმით სისტემური სტეროიდი მაქსიმუმ 8 მილიგრამი დექსამეტაზონი დღეში.

ოღონდაც,

სისტემური სტეროიდის დანიშვნამდე აუცილებელია ფილტვის კტ , ც რეაქტიული პროტეინი და დ დიმერი, რომ გამოირიცხოს ფილტვის წილაკოვანი, ანუ, ბაქტერიული ანთების ვარაუდი და ფილტვის ემბოლია თუ ტრომბოზი ზოგადად.

თუ ემბოლია / თრომბოზი არაა და არც ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არაა,

პაციენტების,

ჩივილიანი პაციენტების 95% მაინც გამოდის კარგად ამ სქემით.

თუ ძალიან მაღალია ც რექტიული პროტეინი, 5 ჯერ და მეტად მომატებულია, არ ყოფნის აციტრომიცინი და საჭიროა ან მოქსიფლოქსაცინის დამატება, ან საერთოდ აციტრომიცინის გამოცვლა სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით და ატიპიურების მკურნალი დამატებითი ანტიბიოტიკი,

ესაჭიროება ანტიტრომბოზული თერაპია

და ისევ და ისევ მოძრაობა, სუფთა ჰაერი, მეტი ჯდომა და ნაკლები წოლა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჭარბწონიანებს ნაადრევად სჭირდებათ ანტიტრომბოზული მკურნალობაც და შარდმდენიც, რადგან უმძრაობის გამო სითხე თავისუფლდება და გროვდება ან ფილტვის ქსოვილში ან იმატებს ღვიზლის კარის წნევა, ან ორივე ერთად და იწყება სუნთქვის უკმარისობა.

პირველი 5 დან 9 დღემდე აბსოლუტურადაა გადამწყვეტი, გართულდება თუარა კოვიდის დროს რაიმე ორგანული ფუნქცია ან მოხდება მძიმე დარღვევა”, – წერს ფრანგიშვილი.

Cesko