იტალიაში, ქართველი ქალმა, რომელიც მომვლელად მუშაობდა, სიცოცხელე თვითმკვლელობით დაასრულა: მე-4 სართულიდან გადახტა

December 7, 07:53
0
378

იტალიაში, ქართველი ემიგრანტის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს იტალიური მედია ეხმიანება.

“strettoweb.com“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის ქალი მეოთხე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

ტრაგიკული შემთხვევა რეჯო-დი-კალაბრიაში, ქალაქ არქიში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მისული სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებმა და 118-ის მაშველებმა გარდაცვალების მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს.

ფაქტებზე დაყრდნობით, პოლიციამ დაადგინა რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან.

ქალი ეროვნებით ქართველი იყო და მომვლელად მუშაობდა. – წერია “strettoweb.com“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსკლუზივი

Cesko