“ასე დავრჩით დღეს ელარჯის და კუპატის გარეშე…” – ზურაბ შევარდნაძე

December 7, 07:16
0
173

ზურაბ შევარდნაძე  სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“ორშაბათი რადგან დასვენების დღეა ჩემთვის, ქალაქის საქმეებს დავგეგმავ ხოლმე.
ექიმთან, ბანკში, არქივში, აფთიაქში და გამომცემლობაში ორშაბათობით დავდივარ.
საქმე მოვილიე და როგორც ამას ბოლო დროს ხშირად ვაკეთებ მარჯანიშვილის ქუჩაზე, ნახევარსარდაფში, მეგრულ სასადილოს მივაშურე, დღეს ზაქარიასთან ერთად. დაკეტილი დამხვდა, შუშის კარებზე ქალბატონ ელზას წერილი გამოუკრავს.
გვერდით მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრემ გვითხრა, რომ ვერ მოიგერია არამწვანეპასპორტიანი შინაური კლიენტები, ვერ ეუბნებოდა არ გასადილებთო, ჯარიმის შეეშინდა და დაკეტვა არჩიაო.
ასე დავრჩით დღეს ელარჯის და კუპატის გარეშე.”

Cesko