”… და ბოლოს, სახელმწიფო ხარჯზე, მუნ მჭვუნვარე შუბლს, ბარაქიანი, ტანინიანი ბოტოქსით გადაიშვლიპინებდით, აბა? აგია იგი!…“ – ლალი მოროშკინა

December 6, 21:24
0
922

ჟურნალისტი და პიარ ტექნოლოგი ლალი მოროშკინა ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანით უკმაყოფილო ადამიანებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:

„ბებიათქვენისამ, ამის მეათასედი გაგეკეთებინათ, სასკოლო პროგრამაში კიარა, ყველა აგურზე, თქვენივე ლოგოიან უნიფორმებში შემოსილ მოსწავლე-ახალგაზრდობას, საკუთარი “მეს” უკვდავსაყოფად ამოატიფრინებდით სახელს, “კლიჩკას” და ბავშვობის “პაგანიალას”, სიდედრს თქვენი სახელობის ჰიმნს ამღერებდით ყოველი ცისმარე დღის 6-ზე, მერე კი ცოლის დას როიალის “პედლიდან” სულ ენით მტვერს აალოკინებდით… ნუ, კიდევ რას იზამდით, თქვენი უულევი ფანტაზიის ნაყოფიზა და გახრწნილი ტვინ “ზამენიტელიზა”მომინდია P.S. და ბოლოს, სახელმწიფო ხარჯზე, მუნ მჭვუნვარე შუბლს, ბარაქიანი, ტანინიანი ბოტოქსით გადაიშვლიპინებდით, აბა? აგია იგი!“ – წერს ლალი მოროშკინა.

Cesko