არადა, ბოდიშის მოხდა მისთვის მალამოა, მაგრამ იმდენად იდიოტია, რომ აბსოლუტურად სხვა გზას დაადგა… – ამირეჯიბი სააკაშვილზე

December 6, 16:12
0
476

პუბლიცისტი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

არადა, ბოდიშის მოხდა მისთვის მალამოა, მაგრამ იმდენად იდიოტია, რომ აბსოლუტურად სხვა გზას დაადგა…იგი ქართულ გენს და ქართველის ბუნებას საერთოდ არ იცნობს, რაც ძალზე დამაზიანებელია მისთვის. გორიდან და სასამართლოს შენობიდან გაჰყვირის და გზავნილებს უგზავნის მის ყოფილ დასავლელ მეგობრებს, რომლებიც რა ხანია გასუსულები არიან და კრინტიც არ დაუძრავთ მის სასარგებლოდ. თუ, არ ჩაერთვებით ჩემს გათავისუფლებაში ყველაფერს მოვყვებიო! ვის, რამდენი ქრთამი მივეცი და ვის რა ძვირადღირებული საჩუქარი გავუგზავნეო, რომელ პოლიტიკოსთან მუშაობდა “ატკატებზე” ევროპაში თუ ა.შ.შ.-ში.

დასავლეთმა დაიწყო ფაფხური. ხმამაღლა ვერავინ ბედავს ჩარევას. ვნახოთ სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობ ბოდიში მისთვის დაგვიანებულია.შერიგება მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობას თუ წაადგება, თორემ მტერი ან მტრები სისხლიან ნაცებს არასდროს გამოელევა და არც არავინ აპატიებს მათ ამდენს სისხლსა და შეურაცხყოფას. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაზე და კერძოდ ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილზე. წარმატებებს ვუსურვებ!

Cesko