„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, ისეთი თბილი ბავშვი იყო…“ – მეზობლები მოკლული დათო კრავეიშვილის შესახებ

December 6, 09:02
0
595

15 წლის დავით კრავეიშვილის მეზობლების ინფორმაციით, ბიჭი, რომელიც გუშინ მისივე თანატოლებმა მოკლეს, სრულიად უკონფლიქტო იყო. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ მოზარდს ვინმესთან დაპირისპირება ჰქონდა. ბიჭი სანზონაში, ნაქირავებ ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდა, მამა კი გარდაცვლილი ჰყავდა.

„თუ ვინმესთან მაგას საერთოდ კონფლიქტი ჰქონდა, ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი თბილი ბავშვი იყო. მოხუცებს ისე გვაფასებდა, ზედ გვევლებოდა…“, – ჰყვება გარდაცვლილის მეზობელი.

სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც დავით კრავეიშვილი სხვა მოზარდებთან ერთად არის დაფიქსირებული. საქმეზე დაკავებულია 2 პირი, თუმცა, არ არის გამორიცხული, დაკავებულების რაოდენობა გაიზარდოს.

Cesko