„ეს რა მიქენი, შენი გაზრდილი ვიყავი… შენც დამტოვე?”- ნინი შერმადინი

December 6, 06:50
0
586

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მომღერლის ცნობით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც მას სიმღერებს ასწავლიდა.

“თამრი ეს რა მიქენი… შენი გაზრდილი ვიყავი… შენ მასწავლე სიმღერები… შენც დამტოვე? წადი ჩაგიხუტებს გულში შენი ძმა და რძალი, იქ უკეთესია ალბათ ჩემო ლამაზო. შენ ისეთი სუფთა ხარ სამოთხის კარი ღიაა უკვე შენთვის.

მიყვარხარ ძალიან და ილოცე მაქედან ჩემთვის, რომ მეც როცა იქნება ჩემი ჯერი გნახოთ იქ სადაც ყველაფერი ლამაზია, დედა და მამა დამიკოცნე, მიყვარხარ და შეხვედრამდე” – დაწერა ნინი შერმადინმა.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსული ინფექცია გახდა.

Cesko