მამა შალვა კეკელია – “ჩემს შვილს მიწა ჩემი ხელით დავაყარე… ღვთაებრივი სილამაზე ჰქონდა…”

December 6, 06:32
0
210

მამა შალვა კეკელია ოჯახურ ტრაგედიაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში საუბრობს. როგორც სასულიერო პირი ამბობს, მას შვილი გარდაცვლილი ჰყავს. მამა შალვა ამ დიდ ტკივილთან ერთად ცხოვრების გაგრძელების ხერხებზე საუბრობს.

“სამი შვილი მყავს დედამიწაზე, ერთი კი ღმერთთან. მან მიწაზე სულ 5 საათი იცხოვრა და საკუთარი თავი უფალს მიაბარა. მას იოვანე ერქვა, მასთან ფიზიკური შეხება არ მქონია… მხოლოდ ერთხელ, როცა მოვნათლე, მაშინ მქონდა შეხება, მან ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. უმძიმესი დღეები გადავიტანეთ, მეუღლე ძალიან დამძიმდა, სისხლს კარგავდა და ისიც სიკვდილის პირას იყო. იოვანე ჩვენი ოჯახის ფარულ ანგელოზად იქცა. ბავშვის დაკრძალვა ვერაფრით შევძელი, მთელი ყურადღება ცოლზე მქონდა გადატანილი.

როცა კლინიკაში მივდიოდი, ზოგიერთი მოდიოდა და მეუბნებოდა, მამაო შვილი შემეძინაო, მათთან ერთად ვიღიმოდი. როცა შვილი დავკრძალე და ჯერ არ ვიცოდი, მეუღლე გადარჩებოდა თუ არა, ტაძარში წავედი და ნათლობა ჩავატარე, რადგან შეპირებული ვიყავი.

ყველას ცხოვრებაში დადგება გარდაცვალების დღე, როცა სხეული და სული ერთმანეთს გაშორდება და სული უფლის წინაშე წარდგება. როცა ყველაზე დიდი პრობლემა მქონია, მაშინ იოანეს საფლავზე მივდივარ და აზრს ვეკითხები. იქიდან წამოსულს ყოველთვის სწორი პასუხი მაქვს…

ახლა ის 5 წლის იქნებოდა… ღვთაებრივი სილამაზე ჰქონდა… ახლაც მისი გარეგნობა თვალებში მიდგას. მღვდლობასთანაც ბევრი რამ შემაცვლევინა. როცა მიწა ჩემი ხელით დავაყარე, იოანემ ჩემი ბევრი ამბიცია თან წაიღო და ბევრ რამეს უფრო ღრმად შევხედე. ახლა, ვიცი, რომ თუ სწორად ვიცხოვრე, იმ წიაღში მოვხვდები, სადაც იოანეა.” – ამბობს მამა შალვა.

Cesko