„რომელიმე ანალიტიკური ცენტრი მუშაობს ამ თემაზე, თუ დინებას მივყვებით, რაც იქნება იქნება და მერე ხელებს გავშლით აბა ჩვენ რა უნდა გვექნაო?“ – ირაკლი მელაშვილი

December 5, 19:32
0
167

ყოფილი პარალმენტარი, ირაკლი მელაშვილი:

„ჩვენ ჩვენი შიდა დაპირისპირებით ვართ დაკავებული, ამ დროს მეზობელ თურქეთში, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პატნიორია, დრამატული ეკონომიკური მდგომარებაა. თურქული ლირა ამ წელს 45 % -ით გაუფასურდა.წლიურმა ინფლაციამ კი 21 %-ს გადააჭარბა. თურქეთში საშუალო ხელფასი ინფლაციის და ლირას დეველვაციის შედეგად ლამის 400 დოლარამდე დაეცა რაც ასეთი განვითარებული ქვეყნისთვის, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თურქეთის ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული იმპორტზე, ლირას კურსის დაცემა კი იწვევს ფასების ზრდას. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კვების პროდუქტებზეც კი არყოფნის ფული. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD-ს) მონაცემებით, თურქეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში იმ ახალაგაზრდების პროცენტული მაჩვენებლით, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო, არ იღებენ განათლებას და არ გადიან პროფესიულ გადამზადებას. ადგილობრივი და საერთაშორისო ანალიტიკოსების დიდი ნაწილი აკრიტიკებენ ერდოგანის პოპულისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ამ პირობებშიც არათუ ინარჩუნებს დაბალ საპროცენტო განაკვეთს, არამედ ამ ცოტა ხნის წინ მისი პირდაპირი ჩარევით თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო შეამცირა, რითაც ხელი შეუწყო თურქული ლირას კიდევ უფრო გაუფასურებას. 2008 წლის კრიზისის შემდეგ მიღებული დიდი ფინანსური დახმარება, რომლის ხარჯზეც 10-ან წლებში თურქეთის ეკონომიკა სწრაფად ვითარდდებოდა, კარგა ხანის დასრულდა და როგორც ჩანს ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში შედის. რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ თურქეთი კრიზისმა დამანგრევლად არ იმოქმედოს ჩვენ ეკონომიკაზე ამაზე ვინმე ფიქრობს მთავრობაში, ან რომელიმე ანალიტიკური ცენტრი მუშაობს ამ თემაზე, თუ დინებას მივყვებით, რაც იქნება იქნება და მერე ხელებს გავშლით აბა ჩვენ რა უნდა გვექნაო?“

Cesko