„ამას გათენება არ ჰქვია! დღეს მზეც ტირის და თვალებს ვერ ახელს…“ – მასწავლებლის ემოციური მიმართვა

December 5, 17:13
0
321

4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. როგორც ირკვევა ის დავით კრავეიშვილია.

დავითი და დე­და­მი­სი გო­რი­დან იყვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი და სან­ზო­ნა­ში, ლი­ახ­ვის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. დე­დას იქვე მა­ღა­ზია ჰქონ­და და მკვლე­ლო­ბამ­დე მო­ზარ­დი მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და.

მასწავლებბელი, რომლებიც დავითის მეგობრები იყვენ რაგედიას ეხმაურება და წერს:

“კიდევ ერთი დათუნა!

კიდევ ერთი დაჩეხილი 15 წლის ბიჭი!

ამჯერად სანზონელი , სიცოცხლით გაუმაძღარი პატარა ოქროსგულა დედის იმედი!

ამას გათენება არ ჰქვია! დღეს მზეც ტირის და თვალებს ვერ ახელს…

დღეს 15-16 წლის ბიჭები მკვლელებად იქცნენ, რა ვქნათ? მკვდარი და ცოცხალი ყველა ერთად უნდა ვიტიროთ!

გესმით, სიმწრისაგან ტირის სამყარო?

შევიშალეთ, მართლა შევიშალეთ!

ჩაჰკიდეთ შვილებს ხელები და ელაპარაკეთ-სიყვარულზე, მიტევებაზე, კაცობაზე ელაპარაკეთ!

მეც, შენც და ყველამ ერთად ველაპარაკოთ!

გული გავუთბოთ, თორემ დაგვრჩა ეს ქვეყანა უადამიანოდ.

სად ხართ, მამებო?

ძვირფასო დედებო!

მასწავლებლებო!

მოძღვრებო!

ქვეყნის ვაი-ჭირისუფალო!

გაწყდა ახალგაზრდობა!

უკვე აღარ გვყავს კიდევ მერამდენე დათუნა…

დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს…

ამას გათენება აღარ ჰქვია…

ასე არ გათენდება…”, – წერს ლიკა ჩხაიძე.

Cesko