“მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღაზია ჰქონდა და მკვლელობამდე ბიჭი მასთან იმყოფებოდა…” – რას ჰყვება სანზონაში მოკლული მოზარდის ახლობელი

December 5, 14:00
0
215

დავით კრავეიშვილს, რომელიც გუშინ სანზონაში მოკლეს, მამა გარდაცვლილი ჰყავდა, გორიდან თბილისში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩამოვიდა. მათ სანზონაში ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

“ლი­ახ­ვის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. დე­დას იქვე მა­ღა­ზია აქვს და მკვლე­ლო­ბამ­დე მო­ზარ­დი მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და,”- ამბობს ოჯახის ახლობელი.

15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 2 არასრულწლოვანი დააკავა. მეზობლების ვერსიით, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა.

 

Cesko