“ქალბატონო თეა, როცა ჩემთვის და ლუკასთვის ბოდიშის მოხდა მოგინდებათ…” – ანა მიქაძე

December 5, 08:41
0
446

მეყველე, ანა, მიქაძე-ჩიკვაიძე, აქვეყნებს წერილს და ვიდეო მიმართვას თეა წულუკიანისადმი:

“ერთი შეურაცხადი დეპუტატი პარლამენტში საჭიროა რომ გაგვახალისოს.. ”

სიკვდილი მინდა !

ქალბატონო თეა,

მოვალთ მე და ჩემი შვილი და პირობას გაძლევთ რომ ვერ იხალისებთ! მართლა მაკანკალებს..

ქალბატონო თეა,

მოენეების მეტი რა ყავს, სამყაროს, ალბათ უკვე იცით მეყველე ანას სტატუსი!

ახლა ლექსს გიგზავნით. მორიგი სუიციდის მცდლობისას ჩემს ვენებგადახსნილ შვილს რომ ვებუტბუტე, როცა მორგჯერ გადარჩა!

ლუკას, ყველაზე საყვარელ შეშლილს დედამიწაზე!

წასვლაში ყველაზე მტკივნეული

ზურგია და კეფა.

მე მნახავს როგორ მიდის

დაშვებული ზურგი

და აწითელბული კეფა როგორ ღუის

როგორ ღაღანებს…

რამდენჯერაც მითხრა – გამიშვიო

იმდენჯერ მოვიგონე აქ დარჩენის

სასაცილო არაკი

და არც კი ვიცი

უნდა ვინანო თუ არ ვინანო

რომ არ გავუშვი

ბიჭი,

რომელსაც აქ ყველაფერი მობეზდრდა-

ხატვა,

სიმღერა

ცეკვა,

თამაში

და მუმდივად სხივებით

დატენილ თავლებში,

ერთი დიდი სიმშრალე დარჩა.

არც კი ვიცი შვილო,

იმ ქვეყნიდან მოვლენილი

იმავე ქვეყნაში

მე რანაირად უნდა გამეშვი…

?

პს როცა ჩემთვის და ლუკასთვის ბოდიშის მოხდა მოგინდებათ.. გეცოდინებათ როგორ მიპოვოთ!

Cesko