“გადაეცით მაგ უკრაინელს – დაეგდოს ჰოსპიტალში და უფრო უკეთესი – კამერაში და დაელოდოს სასამართლო პროცესების დამთავრებას”

December 3, 19:10
0
367

გადაეცით მაგ უკრაინელს – თუ ვინმეს გული შეგტკივათ მასზე: – დაეგდოს ჰოსპიტალში და უფრო უკეთესი – კამერაში და დაელოდოს სასამართლო პროცესების დამთავრებას და საბოლოო განაჩენებს წყნარად და თვინიერად, – ამის შესახებ ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მე მაგის სამეგობრო და გულშემატკივარი ღიად არც ერთი არ მყავს ფრენდ-ლისტში; მაგრამ, ალბათ მეყოლებიან რამოდენიმე “ასინეთა” მაინც მოჩენილი ჩუმად, ამბის მიმტანებად…
ხოდა, გადაეცით მაგ უკრაინელს – თუ ვინმეს გული შეგტკივათ მასზე:
– დაეგდოს ჰოსპიტალში და უფრო უკეთესი – კამერაში და დაელოდოს სასამართლო პროცესების დამთავრებას და საბოლოო განაჩენებს წყნარად და თვინიერად…
რაც უფრო მეტჯერ გავა სასამართლო პროცესზე და რაც უფრო მეტ სისულელეს გააჟღერებს და თვითაღიარებას მისცემს სასამართლო სხდომებს, უფრო მეტ მეგობარს და თანამოაზრეს “ჩაუშვებს” და გადააბრალებს ჩადენილი დანაშაულებების გრძელი ნუსხიდან უმრავლეს მათგანს, უფრო მეტად დაუმძიმდება ბრალდებები და უფრო მეტად იძულებულს გახდის ბრალდების მხარეს დაუმატოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წაყენებული მუხლები პირადად მასაც და მისგან ჩაშვებულ თანამზრახველებსაც !!!

მაგრამ, ვინ მისცა ამდენი ჭკუა და გონება მაგას?!“, – წერს მირიან ყარაულაშვილი.

Cesko