დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გახვიდეთ რუსთაველზე, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ – წულუკიანი ჩარკვიანს

December 3, 17:03
0
317

“დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გახვიდეთ რუსთავლეზე, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ” – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს, რომელმაც პრეტენზია გამოთქვა, რომ  დროს არ აქვს და მინისტრს მის მიერ დასმული კითხვისთვის კონკრეტული პასუხი უნდა გაეცა.

“ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო, დამაცადეთ დაგუბრუნდებით, მე სხვა დეპუტატების კითხვებს ვპასუხობ.

დრო თუ არ გაქვთ შეგიძლიათ რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა, რისთვის გაქვთ დრო? რისთვის?” – მიმართა წულუკიანმა ჩარკვიანს

Cesko