მანამ ევროკავშირის დროშა თავზე დაგვახიეს, ამ ჯვარს ასე არ შევეგუები – რას გეგმავს ნატა ფერაძე

December 3, 15:44
0
565

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას  პარლამენტის წინ მდებარე ჯვრის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ჯვარზე:რათქმაუნდა, მერია არ აპირებს აღებას, ამას რომ ვწერდი, არ ველოდი, რომ ბაბლი ასე დაიჯერებდა, რომ კალაძე სეკულარულ ღირებულებებზე ზრუნავს და ამას გაბედავდა.ბოდიში, ვინც დაიტროლეთ, მაგრამ კიდე ერთხელ გამოჩნდა, სად მივექანებით.კონსტრუქცია დამონტაჟებულია ყველა კანონის უგულებელყოფით და არანაირი უფლება არ აქვს, იდგეს იქ. აგრესიული მრევლის მუქარით დაშინებული კანონმდებელი დუმს.

ასე იდგა (დღემდეა) სამლოცველო ხელოვნების მუზეუმის წინ, 21 წელი და დღეს მუზეუმიდან ხატების ეკლესიაში გადატანა დგას დღის წესრიგში.”არ გავაღიზიანოთ” პოლიტიკამ სად მიგვიყვანა, ნებისმიერ სფეროში, კარგად ვხედავთ. და ორკებიც ამით სარგებლობენ, ცხადია.

ხოდა მანამ ევროკავშირის დროშა თავზე დაგვახიეს, ამ ჯვარს ასე არ შევეგუები.შემდეგი ნაბიჯი იქნება, მერიაში შევიტან განცხადებას, იქვე დაიდგას დავითის ჯვრის და ნახევარმთვარის ანალოგიური ზომის კონსტრუქციები.

ლაჩარო “მრევლო”, რასაც წერთ ვოლებზე და ინბოქსში, ასე ერთმანეთი დააშინეთ და ერთმანეთს მიუთითეთ, დაახვიოთ ქვეყნიდან. სასაცილოები ხართ. ეს ჩემი სეკულარული სამშობლოა, ლიბერალური ღირებულებებით და ასე დავუტოვებთ შვილებს“ – წერს ნატა ფერაძე.

Cesko