„ამოვკაწრავდი ამ დღეს ჩემი ცხოვრებიდან, რომ შემეძლოს“ – ირინა სარიშვილი

December 3, 15:30
0
322

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან 27 წელი გავიდა. პოლიტიკოსის ქვრივი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„1994 წლის 3 დეკემბერი. 27 წელი გავიდა. მე “გადავრჩი”.ამოვკაწრავდი ამ დღეს ჩემი ცხოვრებიდან, რომ შემეძლოს“.

1994 წლის 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, საკუთარი სადარბაზოს წინ გამომავალ გია ჭანტურიას და მის ავტომობილს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე ირინა სარიშვილი მძიმედ დაიჭრა. მკვლელობა საბოლოოდ გამოუძიებელი დარჩა. გიორგი ჭანტურია დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიის ეზოში.

Cesko