“შემოგვიცვივდნენ სახლში და გამოგვყარეს” – გერმანიიდან და შვედეთიდან 60 ქართველი გამოაძევეს

December 3, 06:43
0
262

შემოგვიცვივდნენ სახლში, თითქოს რეციდივისტები ვიყავით, აგვყარეს, დაგვყარეს და გამოგვიშვეს.

ამის შესახებ გერმანიიდან დეპორტირებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე საუბრობს, რომლის სპეცრეისიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

– საბუთები ყველაფერი წაღებული გვქონდა, მაგრამ მაინც ასე მოგვექცნენ, – დაამატა ქალმა.

საქართველოს 60-მდე მოქალაქე, ევროკავშირიდან გამოძევებულია და იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს.

მორიგ დეპორტაციას დაექვემდებარნენ ის პირები, რომლებიც გერმანიასა და შვედეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ადამიანები რომლებიც ოჯახებით გაექცნენ გაუსაძლის ყოფას, ისევ საქართველოში დააბრუნეს.

მთავარი

Cesko