„20 ლარს მოგცემთ და წადით სახლში, ცივა, ცოდოა ბავშვი… შეტრიალდა და მაშინღა შევამჩნიე ვინც იყო” – თბილისში, ვერაზე მომხდარი საოცარი შემთხვევა

December 2, 21:00
0
63

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამარ უჯმაჯურიძე ფეისბუკზე საოცარი ისტორიის შესახებ წერს, რომელიც თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე გადახდა თავს.

„კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს! ეს ჩვენი ქალაქის ქუჩებში ხდება და დღეს თავად შევესწარი, როცა მეგობარს ველოდებოდი. მოხუცი ქალი პატარა ბავშვთან ერთად მათხოვრობდა ბელინსკის ქუჩასთან. მათთან ახალგაზრდა კაცი იდგა და ელაპარაკებოდა. ყური მივუგდე და ასეთი სიტყვები ჩამესმა: – 20 ლარს მოგცემთ და წადით სახლში, ცივა, ცოდოა ბავშვი.ქალმა რაღაც უპასუხა, ვერ გავიგე. ახალგაზრდამ ჯიბიდან ფული ამოიღო და მიაწოდა. ქალმა გამოართვა.თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი, ღმერთი გაგახარებს, სიკეთე არ იკარგება -მეთქი. გამიღიმა და შეტრიალდა. მაშინღა შევამჩნიე, ზურგზე წარწერა ჰქონდა „police”.ასე ჩუმად, უკნიდან გადავუღე ფოტო, რაღაცნაირად ვიცოდი, რომ არ გადამაღებინებდა. ქალმაც გააპროტესტა, მაგრამ მაინც მოვასწარი…თქვენ ჰეი, თავგასულო პოლიტიკოსებო, ხმის ჩახლეჩამდე რომ ლანძღავთ პოლიციელებს, იქნებ გაიხსენოთ, ბოლოს როდის დაეხმარეთ ხელგამოწვდილ ადამიანს?ან თქვენ, პროფესიადაკარგულო ჟურნალისტებო, მხოლოდ უარყოფითი ინფორმაციებით რომ გვკვებავთ, რატომ ვერ ხედავთ ამ პატარ-პატარა სიკეთეებს? ცოტაა? ცოტა სიკეთე არ არსებობს, სიკეთე ყოველთვის ბევრი და დიდია, ის ადამიანებს გულებს უთბობს და ღმერთთან ადის… და კიდევ, თქვენგან განსხვავებით, გამახსენდა, რომ ბავშვი არასრულწლოვანი იყო და სახე დავუფარე.არაფერია კეთილი ადამიანის ცქერაზე უფრო სასიამოვნო. არ ვიცი ვინ ხარ, უცნობო პოლიციელო, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, კეთილი კაცი ხარ შენ!” – წერს თამარ უჯმაჯურიძე.

წყარო: „digest.pia.ge”

Cesko