“კოტე ინაშვილი გარდაცვლილა… საუკეთესო იუმორის და ძალიან თბილი ადამიანი”… – ლიკა გამრეკელი

December 2, 19:02
0
637

ლიკა გამრეკელმა ფეისბუქში დაწერა:

“ახლა გავიგე კოტე ინაშვილი გარდაცვლილა
საუკეთესო იუმორის, უშუალო და უბრალოდ ძალიან თბილი ადამიანი, რომელიც განიცდიდა ყველა ადამიანის განსაცდელს, აწუხებდა თითოეული პატიმრის თუ მოქალაქის წუხილი.
პირველად ესეთი აქტიური შეხება მქონდა 2012 წელს, როდესაც დავაარსე “ქალთა საზოგადოება მარო მაყაშვილი”
და შემომთავაზა თანამშრომლობა პატიმრების უფლებების დასაცავად თუ მათი გაუსაძლისი ყოფის შესამსუბუქებლად.
საოცარი იყო მისი და მისი დის ურთიერთობა, რასაც სითბოს გარეშე ვერ შეხედავდი.
ძალიან ვწუხვარ, მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და იმ ადამიანებს, ვინც ვიცნობდით.”

Cesko