”ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ, ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო”

December 2, 15:59
0
356

ჟონავს ინფორმაცია მათი (ოპოზიციის) შიდა საუბრებიდან, ნეტავ, ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია, სპეკულაცია სიკვდილზე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რესურსი ამოწურული აქვს, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის უკან სერიოზული ძალა დგას.

„მინდა, ყველამ იცოდეს, რომ სააკაშვილი მარტო არ არის და მის უკან დგას სერიოზული ძალა. ზელენსკი ხელს რომ არ აწერდა და არ უბრუნებდა სააკაშვილს მოქალაქეობას, ჟურნალისტების კითხვაზე, პუტინმა თქვა – სჯობია უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს იმით, რომ დაუბრუნოს სააკაშვილს მისთვის უკანონოდ წართმეული მოქალაქეობაო. მეორე დღეს ზელენსკი ხელს აწერს დოკუმენტს. პოლონეთიდან საზღვარზე რომ შემოჰყავთ სააკაშვილი, იქ რომ ბიძა-ბიძა კაცები დგანან, ვინ არიან?! ისინი არიან რუსეთი კრიმინალური სამყაროს წამყვანი ავტორიტეტები, გაშიფრულია მათი გვარ-სახელები და ამაზე ფილმიც არის. არის ძალა, მაგრამ მათთვისაც კი, ჩანს, რომ სააკაშვილი დახარჯული რესურსია“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.

Cesko