იტალიაში აუცრელ მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1.000 ევროთი დააჯარიმებენ

December 2, 13:46
0
298

1.000 ევრომდე ჯარიმა ელით იტალიაში იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას გადაწყვეტენ ვაქცინაციის ან Covid-19-ზე უარყოფითი ტესტის გარეშე.

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ეს რეგულაცია 6 დეკემბრიდან შედის ძალაში, როდესაც სუპერ გრინ პასი ამოქმედდება.

გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ ორშაბათ საღამოს, 29 ნოემბერს, მიიღო. მისი შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 600-იდან 1.000 ევრომდეა განსაზღვრული. მგზავრების შემოწმება დაევალებათ არა მარტო მუდმივ კონტროლიორებს, არამედ პოლიციელებს, კარაბინერებს, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი ლუჩანა ლამორჯეზე მოუწოდებს იტალიის ყველა პროფკავშირს, ეფექტიანად ითანამშრომლონ მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა მკაცრად და გამონაკლისების გარეშე შესრულდეს მიღებული ზომები. კერძოდ, შეუმოწმონ დოკუმენტები რესტორანში, მაღაზიებში, სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში შემსვლელ მოქალაქეებს, რათა არ დაუშვან არავაქცინირებული ვიზიტორები. მან კომუნიკეში ასეც დაწერა: „იქნება მკაცრი კონტროლი“.

კონტროლი კი უკვე გამოსასვლელი დღეებიდან დაიწყება, 6 დეკემბრამდე.

როგორც მინისტრი ლამორჯეზე აცხადებს, სამინისტროს მთელი აპარატი მობილიზებულია; იგი ჰპირდება მთავრობას, რომ ყველაფერი გაკეთდება „შობის გადასარჩენად და ახალი ჩაკეტვის თავიდან ასაცილებლად“, ამიტომ მკაცრად გაკონტროლდება ყველა ძველი და ახალი ზომის დაცვა.

ნოსტალ ჯი

Cesko