გრიგოლია სააკაშვილის პროცესზე: მინდა ვიყო ამ ისტორიული პროცესის გამშუქებელი ჟურნალისტი

December 2, 12:12
0
264

„მე ვარ ჟურნალისტი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ დაესწროს დღევანდელ პროცესს. მე უკვე 25 წელია აქტიურ ჟურნალისტიკურ ცხოვრებას ვეწევი, ყველაფერი მაქვს გაშუქებული, მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რაც კი მომხადარა ამ ქვეყანაში და როცა გავიგე რომ იყო შანსი საუკუნის პროცესს დავსწრებოდი, მგონია რომ ამ შანსის არ გამოყენება უბრალოდ დანაშაული იქნება. მართლა ვერ ვხედავ რა პრობლემა უნდა იყოს ჟურნალისტების იქ შეშვება. მე მინდა ვიყო ამ ისტორიული პროცესის გამშუქებელი ჟურნალისტი, მე მათ კარგად ვიცნობ, შეიძლება ორი ფრაზა თქვას რომელიმე პოლიტიკოსმა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა და ჩემი აი ამ ნაცნობობისა და სატალევიზიო კომუნიკაციის ხარჯზე კიდევ ბევრი რამ წავიკითხო მათი სიტყვების მიღმა“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ფორმულას განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ე.წ პიჯაკების საქმეზე პროცესი აქვს. ეს იქნება პროცესი, სადაც სააკაშვილი სიტყვით მეორედ წარსდგება.

Cesko