მოსახლეობის რა სოციალური კატეგორიები ისარგებლებენ სპეციალური პირობებით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დროს

December 2, 11:39
0
314

2022 წლის პირველი იანვრიდან, პენსიონერები დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას თვის 16 რიცხვამდე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები კი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) ინფორმაციით, გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს.

უწყების განცხადებით, ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირების კატეგორიას,  ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

„მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით მრიცხველების წაკითხვა განხორციელდება ერთიანი სისტემით, ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში. შესაბამისად, 2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, სადაც ასახული იქნება წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი (არაუმეტეს 30 დღისა).ცვლილების გამო ადგილი არ ექნება ზედმეტობით დარიცხვებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება“,-წერია განცხადებაში.

Cesko