”ვიღაცას ძალიან უნდა დაარწმუნოს ერი, რომ ის რაც მიშას მმართველობის შედეგად მივიღეთ, პირადად სააკაშვილის, და არა მის მიერ არჩეული გეზის შედეგია”

December 2, 07:27
0
218

პოლიტოლოგი დავით ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ცოტა არ იყოს სახალისოა იმ კონტიგენტზე ყურება, მიშას რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობის ვერსიას რომ იეღოველის შემართებით ავითარებს.

ვიღაცას ძალიან უნდა დაარწმუნოს ერი, რომ ის რაც მიშას მმართველობის შედეგად მივიღეთ, პირადად სააკაშვილის, და არა მის მიერ არჩეული გეზის შედეგია. რადგანაც, ოკეანის გაღმა არსებულ, ქართულ პოლიტიკურ და მედია ჯგუფების გავლენიანი კურატორების ინტერესებში შედის ამ იეზუიტური გზით “მიშიზმის” გადარჩენა და ტრანსფორმაცია, თუ გინდ მიშას გაწირვის ხარჯზე.

 

Cesko