,, სად არის წყარო?! სად არის კვლევები?! რას ბოდიალობს?! დაესიზმრა?!” – გიორგი ფხაკაძე იაგო ფრანგიშვილს უპირისპირდება

December 2, 07:21
0
236

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში იაგო ფრანგიშვილის გზავნილს პასუხობს:

,,ვკითხულობ ამ სტატიებს და ვხედავ, ვერ არის ჩვენი საქმე კარგად. აქეთ რუსი ოკუპანტების პროპაგანდა თავისი ქართველი სატელიტებით და მე-5 კოლონით, ცალკე ქართველი “ვაი ექსპერტები” და იქეთ ხომ, საერთოდ, “ქართველები უცხოეთში” (მეც ამ კატეგორიაში გავდივარ, ალბათ, ნაწილობრივ). ქართველები მთელი მსოფლიოდან,, ზოგი გერმანიიდან, ზოგი ამერიკიდან, ზოგი ჯანდაბიდან, რას ბოდიალობენ, კაცმა არ იცის (ყველა არა, რა თქმა უნდა) …
უცხოეთში თუ არის ექიმი, არ ნიშნავს, რომ მან “ყველაფერი იცის”. მან იცის თავისი ვიწრო სპეციალობა ან/და თავის საავადმყოფოს ფარგლებში თუ რა ხდება. რეალობაში კი ისიც არ იციან, მაქსიმუმ თავისი დეპარტამენტის ფარგლებში აქვთ კომპეტენცია და ექსპერტიზა.
ახლა ვკითხულობდი ამ ბატონის პოსტს და მეცნო სურათი და ფრაზები. ათასობით ანტივაქსერი რომ მყავს დაბლოკილი, საკმაოდ ხშირად იყო ამ ბატონის სურათები/სტატიები და რიტორიკა/ფრაზები.
გავიგეთ, რომ არაკომპეტენტურია, რასაც საუბრობს (ალბათ, თავის ვიწრო სპეციალობაში კარგი ექიმია) და ამას ემატება ის, რომ უბრალოდ მავნებლობას სჩადის. ასეთი მანიპულაციური სტატუსების ტირაჯირება რა ვიცი…
პროფესიონალი როცა წერს, ასაბუთებს თავის მოსაზრებას, უბრალოდ, ზრდილობის საკითხია,. წყარო მაინც რომ მიუთითოს კარგი იქნება.
რას ნიშნავს – “ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვიდისგან, ესაა კოვიდგადატანილი?!” სად არის წყარო?! სად არის კვლევები?! რას ბოდიალობს?! დაესიზმრა?! არაერთი ათეული კვლევა დევს ჩემს ფეისებუქზე თავისი წყაროებით, რომ კოვიდგადატანილი არ ნიშნავს კოვიდისგან დაცულს!
ზუსტად ასეთ ბატონებს ვეძახი მე “უნიტაზის ექსპერტებს”!
ამოვიდა ყელში კოლეგიალობა! ყველაფერს ააქვს საზღვარი!

შეიძლება, შეგეშალოს, შეიძლება, რაიმე გამოგეპაროს, შეიძლება, ბოლო სიახლის წაკითხვა, ვერ მოასწრო, მაგრამ მიზანმიმართული დეზინფორმაცია ეს არის ერის წინაშე დანაშაულის ჩადენა!
საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე კოლეგებს მივმართავ – ჩვენი სამშობლო არის გასაჭირში და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში! ვინც ვერ გაიგო, განვმარტავ: კარდიოლოგმა – კარდიოლოგიაში, ქირურგმა – ქირურგიაში, პედიატრმა – პედიატრიაში, ეპუდემიოლოგმა – ეპიდემიოლოგიაში.
საქართველოში ისედაც საკმარისი “ყველაფერჩიკები” არიან!”

Cesko