დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას, ძმა ლუკა კალანდია ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან პრეზიდენტს მსჯავრდებულების შეწყალება სთხოვა.
როგორც ლუკა კალანდია სოციალურ ქსელში წერს, მის ძმას დანაშაული არ ჩაუდენია და საპატიებელიც არაფერი აქვს.
“დღეს პირველი დეკემბერია…. უმძიმესი დღე ჩემი და სამწუხაროდ, კიდევ ძალინ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში…. 4 წელია ვგლოვობთ გარდაცვლილებს, ხოლო ცოცხლად გადარჩენილებს ყოველდღიურად მორალურად ვკლავ.
ძალიან მიჭირს დღეს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, მაგრამ უამრავი კითხვა შემომივიდა დაინტერესებული ადამიანების მხრიდან, ინგა გრიგოლიას გუშინდელი ღამის ეთერის შემდეგ, სადაც, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს მიმართა მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების მოთხოვნით.
ზოგადად, პატიება, მიტევება, ნამდვილად ღირსეული ნაბიჯია და მისი პოზიცია, რომ ახალგაზრდები ციხეში არ უნდა ისხდნენ, მისასალმებელია. ამასთან, როგორც ვიცით, მან უკვე აპატია მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთ მსჯავრდებულს. თუმცა….. შეიწყალეთ და აპატიეთ იმას, ვისაც მკვლელობა აქვს ჩადენილი!!! მიხეილ კალანდიასთან მიმართებით, სიტყვათა მსგავსი ფორმულირება, კატეგორიულად მიუღებელია!!!
მაინტერესებს, რა აპატია ბატონმა ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას? – დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია და რომელშიც, ასე დაჟინებით, და როგორც აღმოჩნდა, იმდროინდელი პირველი პირების ხელშეწყობით სდებდა ბრალს მიუხედავად ყველაფრისა?! ან იქნებ, ეს ხელისუფლების მორიგი მცდელობაა ხორავას ქუჩის საქმე წარსულს ჩააბაროს…?
თუ ეს ყოველივე თქვენთვის პოლიტიკური თამაშია, ჩვენთვის – სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, რომელიც დაიწყო 2017 წლის დაწყევლილ 1 დეკემბერს და გაგრძელდება იქამდე, სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება!ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ახლა უკვე არა საქართველოში, სადაც სასამართლო, თქვენი დაკვეთების სამარცხვინო აღმსრულებლად იქცა, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ყოფილი თუ ამჟამინდელი მმართველი ჩინოვნიკებისა და ოპოზიციის ერთობლივი ბინძური პოლიტიკური ინტერესით გამოწვეული სამართლებრივი დევნის მსხვერპლი-პოლიტპატიმარი მიხეილ კალანდია, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ღირსეულად მოიგებს!!!” – წერს ლუკა კალანდია.
ambebi.ge