”ნებისმიერი აცრილი შეიძლება იყოს ვირუსმატარებელი… ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვიდისაგან, ესაა კოვიდგადატანილი!” – ექიმის მიმართვა

December 1, 21:51
0
3937

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მწვანე პასპორტები აუცილებელია. მისი თქმით, ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვიდისაგან, ესაა კოვიდგადატანილი, ასევე ის წერს, რომ სინოვაკი და სინოფარმი დაავადების სიმძიმეს ყველაზე უკეთ ამცირებს.

„მწვანე თუ რა ფერის იქნება პასპორტი, ეს აუცილებელია, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ალტერნატივას, ანუ ტესტირებას და უარყოფითად დატესტილი სწრაფი ტესტით სრულიად თანაბარი უნდა იყოს პასპორტიანისა, არ ითვლებოდეს ასევე მისაღებად. ნებისმიერი აცრილი შეიძლება იყოს ვირუსმატარებელი და აქ თუ თვალის დახუჭვა მოსულა და მიღებულად ითვლება საზოგადოების მიერ, ასევე მიღებულად უნდა ჩაითვალოს უარყოფითად დატესტილის თავისუფლებაც. ანტიგენის სწრაფი ტესტი ძალიან ეფექტურია ვირუსის რაოდენობრიობის მიზნით – თუ ტესტი უარყოფითია, და თუ ადამიანი ატარებს პირბადეს ახლო ურთიერთობაში, კორონას გადადების შანსი ნულია.

სანამ საქართველოში კითხვის და დისკუსიის საგანი არ გახდება კოვიდ პაციენტის კატასტროფული მართვა და სანამ არ მოხდება კოვიდთან მიმართებაში ექიმების მხრიდან უსაშინლესი პოლიმედიკაციის პრაქტიკის შეცვლა, მანამ ყველას ვურჩევდი ან აცრას და ან სიფრთხილეს, მინიმალურ ჰიგიენას, ან ორივეს ერთად. ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად და 99,9% დაცულია კოვიდისაგან, ესაა კოვიდგადატანილი. დარწმუნებული იყავით აბსოლუტურად ყველა – ან გქონდათ კოვიდთან კონტაქტი და ან მომავალი სამი თვე და ყველას ექნება. წარმოუდგენელია რომ აეროზოლური ვირუსი რაიმე ფიზიკურ მედიკამენტური საშუალებით არ მოგეკაროს. ეს არ ნიშნავს დაავადებას და ეს არ ნიშნავს სიმპტომებისას ჰოსპიტალიზაციას.

კოვიდის დროს უმთავრესად გასათვალისწინებელია ის, რაც შეიძლება კოვიდით იქნეს პროვოცირებული და რასაც უნდა ის მკურნალობა, რომელიც კოვიდამდე ვიცოდით. ერთადერთი დაგვიანება კოვიდის დროს არის მხოლოდ ის, რომ არ ითვალისწინებ ცნობილ დაავადებებს. რას გავაკეთებდი მე რომ საქართველოში ვიყო და ამ ვექტორული თუ მრნმ ვაქცინებით აცრის პანიკურად მეშინოდეს? არის ალტერნატივა და ძველი მეთოდით დამზადებული აცრა, სინოვაკ-სინოფარმი, რომელიც დაავადების სიმძიმეს ნაღდად ამცირებს.

სანამ კოვიდის კატასტროფული მართვა არ შეიცვლება და არ გამოსწორდება, მანამ ასე გაგრძელდება სიკვდილიანობა და განსაკუთრებით კი დაბალი ასაკის ადამიანთა სიკვდილიანობა, იმ დრომდე, როცა მოსახლეობის მინიმუმ 70% არ მოიხდის კორონას. დღეის მონაცემებით 900.000-მდეა ცნობილი კოვიდგადატანილი და იმ 70% ზრდასრულისაგან არც ისე შორს ვართ”- წერს იაგო ფრანგიშვილი.

Cesko