”ამდენად, თბილისური მორიგი “მაიდანი” ჩაიშალა, – თავისი აუცილებელი რამდენიმე “ტრუპით”, არადა, თითქოს დაგეგმეს ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ რაღაც გაეპარათ!…”

December 1, 19:01
0
321

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ამდენად, თბილისური მორიგი “მაიდანი” ჩაიშალა, –
თავისი აუცილებელი რამდენიმე ”ტრუპით” და ა.შ.
არადა, თითქოს დაგეგმეს ყველაფრის გათვალისწინებით,
მაგრამ რაღაც გაეპარათ!
საქართველოს სხვა ცოდნა და სხვა ღრმა რამეების გააზრება სჭირდება და არა სტანდარტული გეგმარება!
ახლა ახალი სცენარია: წამებულის მანტია, მაგრამ
პოლიტიკაში ორჯერ ერთ მდინარეში არ შედიან, –
რეალურად ნაღდი პოლიტიკოსები არ შედიან!
2003 წლის აფიორაში,
რასაც “ვარდების რევოლუცია” დაერქვა და რამაც
დაბლოკა ის რეფორმები, რაც საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ორბიტაზე გაიყვანდა,
მივიღეთ კორპორაციული სახელმწიფო, –
მტერი ყოველგვარი განვითარებისა:
იდეოლოგიურმა მარაზზმა შენიღბა რეალობა!
შედეგი სახეზეა.
2012-ში მოსულ ხელისუფლებას მოეწონა ის სისტემა,
რომელიც დანაშაულებრივი იყო თავისი არსით და…
ისე გააგრძელა, ლამის ჩაიხრჩოს მის წიაღში!
ერთ კაცზე აგებული სისტემა სახელმწიფოდ ვერასდროს იქცევა!
სახელმწიფოდ ქცევის სურვილი ჯერ არც მისი ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს სურს:
წარუმატებლები და გონებადმთხვეულები,
ისევ თავიან ბელადებს დასდევენ!
p.s.
ახლა (დღეს!) უკრაინაში იწყება პროცესები!
ერთ-ერთ ბოლო ტელეგადაცემაში ვთქვი –
მსოფლიოს სამ მთავარ მოთამაშეს შორის ყველა რეალური შიდა პროცესი საკმარისად შეთანხმებულია, რაც გარეგნულად დიდი კონკურენციით ინიღბება!
მესამე პრეზიდენტის შემოსვლა საქართველოში ამ პროცესით იყო განპირობებული, რადგან თუ იმუშავებდა, ეს ფარული კონკურენციის გამოძახილი იქნებოდა!
არ იმუშავა!
ზედაპირზე რაც ხდება, –
ეს არ არის რეალური პოლიტიკა!
რეალური პოლიტიკა ისაა, რაც ზედაპირზე ხილულ პროცესებს განაპირობებს!
მაგრამ გონებადამთხვეულ კერპთაყვანისმცემლებს
ეს ყველაფერი არ აინტერესებთ!
მით უარესი მათთვის!

Cesko