„აშშ-სა დიალოგში დაჟინებით მოვითხოვთ კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას, რომლებიც გამორიცხავს აღმოსავლეთით ნატო-ს ნებისმიერ მომდევნო გაფართოებას…” – ვლადიმირ პუტინი

December 1, 18:47
0
469

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს სჭირდება იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და რუსეთის ტერიტორიების სიახლოვეს შეიარაღების განთავსებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა 20 ქვეყნის ახალი ელჩისგან რწმუნებათა სიგელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

„აშშ-სა და მათ მოკავშირეებთან დიალოგში ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას, რომლებიც გამორიცხავს აღმოსავლეთით ნატო-ს ნებისმიერ მომდევნო გაფართოებას და რუსეთის ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს ჩვენთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების სისტემების განთავსებას.

ვთავაზობთ, ამ საკითხზე დავიწყოთ საგნობრივი მოლაპარაკებები. განსაკუთრებით აღვნიშნავ – ჩვენ გვჭირდება სწორად სამართლებრივი, იურიდიული გარანტიები, ვინაიდან დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს მათზე ნაკისრი შესაბამისი ზეპირი ვალდებულებები. კერძოდ, ყველასთვის ცნობილია მოცემული ზეპირი დაპირებების შესახებ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით, თუმცა ყველაფერი ზუსტად პირიქით გაკეთდა. არსებითად, რუსეთის კანონიერი შეშფოთება უსაფრთხოების სფეროში უგულებელყოფილი იყო და ახლაც გრძელდება მისი უგულებელყოფა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

Cesko