ღარიბაშვილის ცოლის ძმა: თუ სარალიძის პოსტი ავთენტურია, ჩემი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ

December 1, 17:53
0
321

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს, სადაც სარალიძე პრემიერის ოჯახს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ თუ სარალიძის პოსტი ავთენტურია, მისი გინებაც ავთენტურად მივიჩნიოთ.

ცნობისთვის, გუშინ, 30 ნოემბერს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ღარიბაშვილზე კრიტიკული სტატუსის შემდეგ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ წერილებს იღებს. მისივე თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ მიიღო, რაც ღარიბაშვილი კორონავირუსის არასწორი მართვის გამო გააკრიტიკა და შეაგინა.

Cesko