“მეგონა, გაზი აფეთქდა, თურმე ბავშვი ეგდო მიწაზე” – რუსთავში 13 წლის გოგონა მე-4 სართულიდან გადავარდა

December 1, 13:45
0
1461

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მე-4 სართულის აივნიდან 13 წლის გოგო გადმოვარდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოზარდი აივანზე გაფენილ სარეცხს იღებდა.

“რაღაც ძალიან ძლიერი დაცემის ხმა იყო. მეგონა, გაზი აფეთქდა სადღაც. იქით ვიყურებოდი, თურმე ბავშვი ეგდო დაბლა”,- განუცხადეს “ინფო რუსთავს” მოზარდის მეზობლებმა.

დაშავებული თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის, მარინა კავთუაშვილის თქმით, პაციენტს ჩაუტარდა კვლევები და სხეულის მრავლობითი ტრავმა აღენიშნება, თუმცა ამ დროისთვის არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

“სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია 13 წლის გოგონა. რომელიც საკუთარი ბინის მე-4 სართულიდან გადმოვარდა, როგორც თვითონ ამბობს, შემთხვევით. პაციენტი შემოყვანისას იყო გონზე, ადეკვატური. თუმცა სხეულის მრავლობითი ტრავმა და დაჟეჟილობა აღენიშნება”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” მარინა კავთუაშვილმა.

კვლევების ჩატარების შემდეგ მოზარდი კლინიკა “რუსთავიდან” იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.

Cesko