გადავწყვიტეთ, სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს მივმართოთ – ნანა კაკაბაძე

December 1, 12:44
0
731

“ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი, ჰააგის სასამართლოს მივმართოთ”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აპირებენ, ევროსასამართლოს მიერ რიგ საქმეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ჰააგაში გაგზავნონ, რათა აჩვენონ, რომ საკააშვილის რეჟიმის დროს სისტემური დანაშაულები ხდებოდა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ – „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, ჩვენი იდეების გამზიარებელმა ხალხმა გადაწყვიტეთ, რომ ჰააგას მივმართოთ, რადგან ჩვენი სასამართლოები დამოუკიდებლობისგან დაცლილია, არა იმ კუთხით, რა კუთხითაც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს. ვხედავთ, როგორც კი საქმე სააკაშვილს, ან მისი გუნდის წევრებს შეეხება, იქ სასამართლო დამოუკიდებელი ვერ ხდება და იქცევა ისე, როგორც გუშინ მოსამართლე მოიქცა. მან სააკაშვილს უფლაბა მისცა, ესაუბრა არა საქმის ირგვლივ, არამედ პიარაქცია ჩაეტარებინა.

ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი, ჰააგას მივმართოთ. ასევე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე დავიწყეთ მუშობა . ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების 90 %-ზე მეტი გადმოვწერეთ, აქაა შევარდნაძის პერიოდის, სააკაშვილის და „ქართული ოცნების“ პერიდის გადაწყვეტილებები. დღეს გადმოწერილ საქმეებიდან ჩანს, რომ 80 %-ზე მეტი საკაშვილის რეჟიმის საქმეებზე მოდის, როცა სახელმწიფომ კონკრეტულ პირთან დავა წააგო. გვინდა, ეს საქმეები ჰააგაში გავაგზავნოთ და მათ ვუთხრათ, როგორი სისტემური დანაშაულები ხდებოდა საკააშვილის რეჟიმის დროს და ეს არის არა ქართული სასამართლოების და ენჯეოების შეფასება, არამედ ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც სტარსბურგმა დადო“, – განაცხადა კაკაბაძემ.

Cesko