“ერთ დღეში რომ გამოუშვან სააკაშვილი, “დაიწვება” ეს ყველაფერი” – რევოლუცია ტრაილერის მძღოლთან ერთად, თუ შეთქმულება?

December 1, 08:10
0
288

“თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება და დარჩება 5-პროცენტიანი ბარიერი, ვეცდებით, ეს გამოვიყენოთ მტკიცებულად, საზოგადოებას ვაჩვენოთ ნათლად, რომ ენმ და ქართული ოცნება შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთმანეთს ეხმარებინ კრიზისის დროს. მეტი რა მტკიცებულება უნდა იყოს? გაუჭირდათ 43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, ჩამოიყვანეს სააკაშვილი და აუფრიალეს ხალხს თვალწინ…

რამდენიმე თვე საპატიმროში სიამოვნებით დაჯდებოდა ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ გარიგებით საერთოდ მოასუფთავებდა პოლიტიკურ ველს კონკურენტებისგან და აიღებდა დაგეგმილზე ერთი მესამედით მეტ ხმებს. მისი განცხადება ერთია, მაგრამ “სამქემან შენმან წარმოგაჩინოსო”…

ჩამოდიხარ საქართველოში მალულად, თითქოსდა რევოლუციის მოსაწყობად, არც ერთი თანამოაზრე არ გყავს რევოლუციაში, არავინ გამოუვლენია არც პროკურატურას და გამოძიებას, მარტო ახდენდა ეს ადამიანი რევოლუციას… ბარდები მერე ხელისუფლებას არჩევნების წინა დღით, ამობილიზებ როგორც შენ მომხრეებს, ისე ქართული ოცნების მომხრეებს, შენ გადიხარ საპატიო მეორე ადგილას და ქართული ოცნება ლახავს 43-პროცენტიან ბარიერს მარტივად. თუ დაკვირვებით შევხედავთ ამ სიტუაციას, სხვა დასკვნის საფუძველი არა გვაქვს…

ან შეთანხმებლნი იყვნენ და ან მიხეილ სააკაშვილი გაგიჟდა, შემოვიდა საქართველოში და დაიჭირეს. ის რომ მარტო სააკაშვილი, ტრაილერის მძღოლთან ერთად გადატრიალებას აწყობდა, მე მაგის დაჯერებას არ ვაპირებ…

ერთს 36 პროცენტი ჰქონდა გამოკითხვებით რეიტინგი და მეორეს – 22, უცებ ერთი ჩამოდის, მეორე იჭერს, ერთი 47 პროცენტს იღებს, მეორე 33-ს. შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ საღად რომ შეხედავ, პირველი, რაზეც ეჭვი უნდა მიიტანო, ხომ არ არიან შეთანმებულნი?

ჯერ ამის საწინააღმდეგო არაფერი მომხდარა, მართლაც რომ უნდოდეთ რევოლუცია, როგორც ამას ამბობენ, სად არის რევოლუციის საშიშროება? ხალხი გადის, ქუჩაში წრეებს არტყამენ და იშლებიან, არაფერი არ ხდება, არანაირი საფრთხე ქართულ ოცნების ძალაუფლებას არ შექმნია, ერთი მუნიციპალიტეტის გარდა ყველა მოიგეს, მაშინ როცა ცოტა ხნის წინ, პულსი არ ესინჯებოდათ და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერს მოიგებდნენ. ეს მოგება “გაუპრავა” ენმ-მა, ახლა იმაზეა საუბარი, როგორ დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. ერთ დღეში რომ გამოუშვან ახლა სააკაშვილი, “დაიწვება” ეს ყველაფერი და ყველა მიხვდება რომ ადამიანებს ატყუებდნენ უსინდისოდ. რაღაცნაირად ხომ არ უნდა გადაატარონ, უნდა აწუწუნონ ხალხს.” -აცხადებს “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია, “ტვ პირველთან” საუბარში.

Cesko