საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი 30 წელია ბოროტებას უყურებს, ბოროტებას მორჩილებს…-დემურ გიორხელიძე

November 30, 15:49
0
374

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ცოტა კ ო ნ ფ უ ც ი ს დავესესხები, –
აღმოსავლურ სიბრძნეს არა აქვს საზღვრები.
ილუზიები არაფერს იძლევა.
ჩემი ინტერპრეტაცია:
“ბოროტებას არ შეიძლება სიკეთით მიეზღოს, –
შეუთავსებელი მიმართებაა!
ბოროტებამ უნდა ზღოს დამსახურებულად,-
ტოლფასი ჩადენილი ბოროტებისა.
სიკეთით ბოროტების გადახდა –
ეს უსუსური ხალხის თავისმოტყუება და
საკუთარი უსუსუროობის შენიღბვაა!
სიკეთე სიკეთეს მიეზღობა და არა ბოროტებას”.
p.s.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი 30 წელია ბოროტებას უყურებს, ბოროტებას მორჩილებს,
რამაც დააკნინა და შეურაცხყო იგი, თუმცა, ისევ
ბოროტებას მორჩილებს და ყმობს.
რატომ?!
ბოროტებაში ძალას გრძნობს და ძალას მორჩილებს, –
და თავად უსუსურს, ძალის “ავტორიტეტი” ხიბლავს.
გასაგებია?
(თუ გასაგები არ არის, კიდევ ერთხელ წაიკითხე!
თუ მაინც ვერაფერი გაიგე, –
ცოდვა ადამიანი ყოფილხარ და
შენი ადგილი ამ გვერდზე არ არის!)

Cesko