,,ვაღიარე, რომ, დიახაც, ძაღლები ვუწოდე… რომ ეს მეტსახელი მე არ მომიგონია, სახალხოა” – გივი თარგამაძე

November 30, 08:03
0
487

გიგი უგულავამ პოლიციელებს ,,ძაღლები” რომ დაუძახა, ამ თემას გივი თარგამაძე ასე ეხმაურება:

,,ღრმაშევარდნაძისდროინდელი მილიციასთან შუბლი-შუბლში დაპრისპირების ეპიზოდი გამახსენდა. სოსო ალავიძემ მოტყუებით შეგვიტყუა სამმართველოს სააქტო დარბაზში ვითომ არასამთავრობოებთან და მედიასთან შეხვედრაზე. კარი რომ ჩაკეტეს, აღმოჩნდა – მთელი თბილისის პოლიცია და მხოლოდ ჩვენ, თავისუფლების ინსტიტუტის რამოდენიმე წარმომადგენელი ვართ. ალავიძემ მილიციელებს მიმართა – დარბაზში ზის ჟურნალისტი გივი თარგამაძე, რომელმაც გუშინ ეთერში თქვა, ქვეყანაში დაძრწის 70 000 ძაღლიო, თქვენზე თქვაო – გამოვიდეს და გაგვცეს პასუხიო. კი გამცრა ტანში, ტრიბუნისკენ გზად განსაკუთრებული ურჩხულები ხელების ფშვნეტით მაცილებდნენ – აწი სადაც დაგიჭერთ….. აზრი დავილაგე და ვაღიარე, რომ, დიახაც, ძაღლები ვუწოდე. მათ ვუწოდე. რომ ეს მეტსახელი მე არ მომიგონია, სახალხოა, ყველამ იცის და არშემჩნევა მას არ აქარწყლებს. შემოსწრებულმა მოგვარე მინისტრმა მომაძახა – ეგ კრიმინალების შერქმეული სახელიაო. შევახსენე, რომ წინა დღით ფეხბურთზე 70 ათასი კაცი მათი მისამართით ამ სხელს სკანდირებდა და თუ დამიმტკიცებდა, რომ ყველა ერთიანად კრიმინალი იყო, ბოდიშს მოვუხდიდი. ისიც ვთქვი, რომ ასეთი მეტსახელის გამო მხოლოდ სინანულს ვგრძნობ, რომ, მაგალითად, ინგლისში, პოლიციელებს თბილად “ბობ”-ს ეძახიან და ჩვენთანაც შეიძლება მასეთ ურთიერთობამდე მისვლა, რომ ჩვენ სწორად მაგას ვცდილობთ. გაისუსნენ. ბუზის გაფრენას გაიგებდით. უხერხული პაუზა უსაშველოდ გაგრძელდა. ბოლოს ისევ ურჩხულმა-კლოუნმა ომონის მღებრიშვილმა აიღო თავზე და სრულ სიჩუმეში -აი, საღოლო. “სადაც დაგიჭერთ” დღის წესრიგი ჩაიხსნა, შემდეგ იყო ბრძოლა, რევოლუცია და 80%-პროცენტიანი სახალხო მხარდაჭერის მქონე რეფორმირებული პოლიცია.
ხოდა, ძვირფასო პოლიციელებო, რასაც იმსახურებთ, ხალხი იმას გეძახით. ამიტომ, გიგიზე კი ნუ იბოღმებით, თქვენს ქმედებებს გადახედეთ. გადახედეთ და მიხვდით, რომ ამ ქმედებებით ისევ იმ სტადიონის დროს დაუბრუნდით. მობრუნდით ხალხისკენ, გადაირეცხეთ ეს ჭუჭყი და ისევ ემსახურეთ სახელმწიფოს. ვიცი, ჯერ არ დაგვიწყებიათ, რა სასიამოვნოა დამსახურებული სიამაყით გულში მუშაობა.”

Cesko